L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ

გადაფრენა

Zool.
მფრინავი ორგანიზმების (ზოგიერთი ფრინველის, ღამურას, მწერის) რეგულარული მასიური გადანაცვლება მათი ადრინდელი ბინადრობის ადგილებიდან. ყველაზე უფრო ცნობილია ფრინველების გადაფრენა უპირობო რეფლექსის საფუძველზე, რაც პასუხია გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე: შემოკლებული დღეები, საკვების შემცირება, აცივება და ა.შ. სამხრეთ ქვეყნებში გადაფრენისას და სქესობრივი მომწიფება უკან დაბრუნებისას. ყველაზე უფრო შორეული გადაფრენა აღწერილია პოლარული მეთოვლიას შემთხვევაში (დაახლოებით 30000 კმ), რომლებიც ბუდობენ რა არქტიკასა და სუბარქტიკაში, იზამთრებენ ანტარქტიკაში. შეუჩერებელი გადაფრენის რეკორდი (3200 კმ) ეკუთვნის მეჭვავიას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9