- <
L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ

გალობა

გამრავლების პერიოდში ფრინველების მამლების (უფრო იშვიათად, დედლების) დემონსტრაციული ქცევის ერთ-ერთი ფორმა. ფრინველი იმეორებს მისი სახეობისათვის დამახასიათებელი ბგერების კომბინაციებს, თუმცა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გალობის სხვადასხვა ვარიანტს. გალობა აადვილებს სხვადასხვა სქესის ფრინველების შეხვედრას, ემსახურება ბუდის და ინდივიდუალური უბნის აკუსტიკურ მარკირებას. გალობა ბიოკომუნიკაციის ერთერთი სახეა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9