L. Diphyllobothrium latum მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს. მისი სიგრძე მერყეობს 2-დან 10 მეტრამდე. პროგლოტიდები მოკლეა, მაგრამ განიერი, მათი რიცხვი ზოგჯერ 4000-ს აღწევს. განიერი სოლიტერის პირველი შუალედური მასპინძელია ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირი ციკლოპი, მეორე კი მტკნარი წყლის თევზი, რომელშიც ფინა პარაზიტობს. დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ: ადამიანი, ძაღლი, ღორი, კატა და ზოგიერთი გარეული ცხოველი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200