L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გეი გელ გემ გენ გეო გერ გეს

გენეტიკური ინჟინერია

Gk. genesis წარმოშობა
E. enginery მექანიკური მოწყობილობა, მანქანები
მოლეკულური ბიოლოგიის დარგია, რომელიც სწავლობს უჯრედების ან ორგანიზმების ბიოლოგიური ინფორმაციის ცვლილებებს დაპროგრამებული ფენოტიპიური ნიშან-თვისებების მქონე ცოცხალი არსებების მისაღებად. არსებობს გენეტიკური ინჟინერიის სხვადასხვა დონეები, კერძოდ, ორგანიზმული, უჯრედული და გენური. ორგანიზმულ დონეზე გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებაზე წარმოდგენას გვაძლევენ ალოფენური ცხოველები (იხ.). უჯრედულ დონეზე წარმოიქმნებიან სომატური უჯრედების ჰიბრიდები, რომლებიც ასინთეზებენ ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს (იხ. ჰიბრიდომები). გენური ინჟინერია გულისხმობს ცალკეული გენების მიღებას და მათ შეყვანას სხვა უჯრედების, ორგანიზმების გენომებში, უკანასკნელთა ფენოტიპის შეცვლის მიზნით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9