Gk. genos დაბადება, წარმოშობაL. copia მრავალი სხვადასხვა ქრომოსომებში ლოკალიზებული გენების გავლენით მსგავსი ფენოტიპიური ნიშან-თვისებების წარმოქმნა. მაგ., ალბინიზმი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე გენის მეშვეობით. ამასთან, მიუხედავად ფენოტიპიური ნიშან-თვისებების ანალოგიურობისა, დაავადება შეიძლება გადაეცეს დამემკვიდრების როგორც აუტოსომურ-დომინანტური, ასევე აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]