L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გეი გელ გემ გენ გეო გერ გეს

გენოტიპიური ცვალებადობა

Gk. genos დაბადება, typos ანაბეჭდი, ნიმუში
იყოფა კომბინაციურ და მუტაციურ ცვალებადობად. გენების კომბინაციებითა და რეკომბინაციებით განპირობებული ცვალებადობის შედეგად გენოტიპში ადგილი აქვს გენების ახალ კომბინაციებს, რამაც შესაძლებელია განაპირობოს ახალი ფენოტიპის მქონე ორგანიზმების გაჩენა. ასეთი სახის ცვალებადობას ეკუთვნის აგრეთვე ჰეტეროზისის (იხ.) მოვლენა. მუტაციური ცვალებადობა მდგომარეობს უჯრედის გენეტიკური მასალის ცვლილებაში. ანსხვავებენ მუტაციის რამოდენიმე სახეს: გენურს ანუ წერტილოვანს, ქრომოსომულს და გენომურს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9