Gk. holos მთელი, სრული, krino გამოვყოფL. secretio გამოყოფა სეკრეციის სახე, როდესაც ჯირკვლოვანი უჯრედი იშლება მისი მთელი შემადგენლობის სეკრეტად გარდაქმნის გამო. უჯრედების განახლება ხდება ქვემდებარე შრის უჯრედების გამრავლების ხარჯზე. ჰოლოკრინული სეკრეცია დამახასიათებელია ხერხემლიანების ცხიმოვანი ჯირკვლებისათვის, აგრეთვე წყალხმელეთა ცხოველების კანის შხამიანი ჯირკვლებისათვის.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]