Gk. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ან ორგანიზმის სპეციალიზებული უჯრედების მიერ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ ორგანოებსა და ქსოვილებზე და მონაწილეობას ღებულობენ მათი ცხოველქმედების რეგულაციაში. ძუძუმწოვრების ჰორმონებს, თავისი ქიმიური ბუნებიდან გამომდინარე, ყოფენ პეპტიდურად და ცილოვანად (ინსულინი, სომატოტროპინი და სხვ.), ამინომჟავებისაგან წარმოებულად (ადრენალინი, თიროქსინი და სხვ.) და სტეროიდულად (სასქესო ჰორმონები). ტერმინი ჰორმონი მოწოდებულია ე.სტარლინგის მიერ 1905 წელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]