L T

ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯიბ ჯილ ჯირ ჯიშ

ჯირკვლები

glandula
ეპითელური ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად ნივთიერებებს – სეკრეტს (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის წვენს, ნაღველს) ან ინკრეტს (ჰორმონებს), რომელიც უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ (საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ (თირკმელზედა, ფარისებრ და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს (სასქესო, პანკრეასი), რომელთაც გააჩნიათ შინაგანი და გარეგანი სეკრეცია. სხვადასხვა ნივთიერებების შენახვისა და გამოყოფის ორგანოები მცენარეებსაც გააჩნიათ. მცენარეების „ჯირკვლები“ გამოყოფენ წყალს, ფისს, ლორწოს, ნექტარს და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9