E. jungle, გადმოღებულია ჰინდიდან და ნიშნავს უღრან, დაბურულ ტყეს ხეებისა და ბუჩქების, აგრეთვე ბამბუკებისა და მარცვლოვანების უღრანი, გაუვალი ტყეები ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (ინდოეთი, სამხრეთაღმოსავლეთი აზია). ცხოველებიდან განსაკუთრებით ბევრია ქვეწარმავლები და მწერები, აგრეთვე სპილოები, ვეფხვები, გარეული კამეჩები და ა.შ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]