L T

ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯუნ ჯუჯ

ჯუჯა სოლიტერი

Hymenolepis nana
– ბრტყელი ჭიების ტიპის, ცესტოდების კლასის წარმომადგენელია. პარაზიტობს ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში. მისი სტრობილის სიგრძე 14მმ-ია, სიგანე – 0,7-0,9მმ. მრგვალ ხორთუმზე აქვს ერთ რიგად განლაგებული 20-24 კაუჭი, თავზე 4 მისამაგრებელი ბორცვია. დეფინიტური მასპინძელებია ადამიანი და თაგვები. ადამიანი ამავე დროს წარმოადგენს მთავარ შუალედურ მასპინძელს. სხვა ცესტოდებისაგან განსხვავებით, ჯუჯა სოლიტერის განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის გამოუცვლელად. პარაზიტის კვერცხები წყალსა და გაურეცხავ მწვანილთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ადგილი აქვს აგრეთვე ავტოინვაზიასაც ეს ცესტოდა იწვევს ნერვული სისტემის მოშლილობას, ზოგჯერ შეკრულობას ან ფაღარათს, სიგამხდრეს და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9