L T

ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხავ ხაზ ხალ ხაო ხარ ხაშ ხახ

ხავსები

Bryophyta
უმაღლესი მცენარეების წარმომადგენლები, რომელთა სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან. რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება. იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს – არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9