L T

ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხავ ხაზ ხალ ხაო ხარ ხაშ ხახ

ხარის სოლიტერი

Taeniarhynchus saginatus
დიდი ზომის ცესტოდაა. სიგრძე 4-10 მეტრს აღწევს. პროგლოტიდების რიცხვი 1000-მდეა. სკოლექსს 4 მძლავრი მისამაგრებელი ბორცვი აქვს. არ გააჩნია კაუჭები, ამიტომაც ღორის სოლიტერისაგან განსხვავებით, მას შეუიარაღებელს უწოდებენ. განვითარებისათვის კვერცხი ხარის სხეულში უნდა მოხვდეს ბალახთან ერთად. ადამიანის დაინვაზირება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მან უმი ან ნაკლებად მოხარშული ხორცი შეჭამა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9