L T

ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხავ ხაზ ხალ ხაო ხარ ხაშ ხახ

ხაშხაში

Papaver somniferum
იგივე საძილე ყაყაჩო. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს 20ზე მეტ ალკალოიდს, რომელთაგან ყველაზე მთავარია მორფინი, კოდეინი და პაპავერინი. მორფინს ფართოდ იყენებენ ოპერაციის წინ ან მის შემდგომ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, აგრეთვე ტრავმების დროს შოკის ასაცილებლად, ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისას და სხვ. კოდეინი ძირი თადად ნერვების დამაწყნარებელია. პაპავერინს იყენებენ ჰიპერტონული დაავადებების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმის შემთხვევებში. მორფინის მრავალჯერადი და ხანგრძლივი მიღება იწვევს ე.წ. ეიფორიას და ავადმყოფურ ლტოლვას ამ პრეპარატისადმი (მორფინიზმი)
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9