L T

ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხორ

ხორბალი

L. Triticum
მარცვლოვანთა ოჯახის კულტურული, ბა ლახოვანი, ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს და ა.შ. სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად მის სახამებელს, რომელიც ხშირად შედის სხვადასხვა წამლების შემადგენლობაში. უმთავრესად გამოიყენება ხველების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევებში. საქართველოში ხორბლის მარცვლები იპოვნეს სოფ. ურბნისის მახლობლად, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლის წინათ ყოფილა დასახლებული. ხორბლის მარცვლები ნახეს აგრეთვე კოლხეთის ძველ სამარხებში. საქართველოსათვის ენდემურია: მახა, დოლის პური, დიკა, ზანდური, შავფხა, თავთუხი და სხვ. ამ უნიკალურ ჯიშებს რეზისტენტობა გააჩნიათ ინფექციური დაავადებების, კერძოდ, სოკოებისადმი. საუკუნეების მანძილზე საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ხორბლის ბეღელს წარმოადგენდა და ჩვენს წინაპრებს ხორბალი საექსპორტოდ გაჰქონდათ. ხორბალს ძველად იფქილს უწოდებდნენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9