L T

ჭა ჭე ჭი ჭრ ჭუ
ჭია ჭინ ჭიპ

ჭიანჭველები

L. Formicoidea
მიეკუთვნებიან მწერების კლასს, სიფრიფანაფრთიანების რიგს. მაღალი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ“ მწერებია. მათში მკვეთრადაა გამოხატული პოლიმორფიზმი. არჩევენ მდედრ, მამრ, მუშა ჭიანჭველებს და ჯარისკაცებს. მუშა ჭიანჭველებს ევალებათ ბუდეების აშენება, შთამომავლობის მოვლა, მათი სუფთად შენახვა. ჯარისკაცები იცავენ ოჯახს. ცნობილია ბაღის ჭიანჭველა (Lasius niger), სახლის ჭიანჭველა (Monomorium pharaonis) და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9