- <
L T

ჭა ჭე ჭი ჭრ ჭუ
ჭია ჭინ ჭიპ

ჭინჭარი

L. Urtica urens L
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, შაქარს, რკინის, კალიუმის მარილებს, გოგირდს, რიბოფლავინს, ფილოქინონებს (K ვიტამინს), კაროტინს, ურტიცინს, გლიკოზიდს. ნაყენი ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში. ნაყენი და თხევადი ექსტრაქტი აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას, აგრეთვე ძლიერ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ, სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლების ნახარში გამოყენებულია ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, მალარიის და სხვ. შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9