- <
L T

წა წე წი წლ წმ წუ წყ
წაბ

წაბლი

L. Castanea sativa
ხემცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, B, C, K ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია ანტივარიკოზული, ანტიათეროსკლეროზული და სხვ. თვისებები. ყვავილების წვენი გამოიყენება ვენების გაგანიერების დროს, ფოთლების ექსტრაქტი – ყივანახველას წინააღმდეგ, ხო ლო ნაყოფებისაგან დამზადებული პრე პარატებით მკურნალობენ თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, მიოკარდიუმის ინფარქტს და სხვ. წალიკა (Polygonum hydropiper) – ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, A, C, D, E, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდებს. გააჩნია სისხლაღმდგენელი, კაპილარული სისხლდენის შემაჩერებული, სისხლის შედედების უნარის გამაძლიერებელი თვისებები და სხვ. იყენებენ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და კუჭნაწლავის ტრაქტში კაპილარული სისხლდენების შესაჩერებლად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9