L T

წა წე წი წლ წმ წუ წყ
წით წინ წიწ

წითურა

rubeola
იგივე რუბეოლა. გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების ოჯახის, რუბივირუსების გვარის დერმატროპული ვირუსი. ვირუსს გააჩნია ტროპიზმი ემბრიონული ქსოვილისადმი, ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ინფიცირებას იწვევს. დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი. იძლევა მყარ იმუნიტეტს. ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში (ტრიმესტრში) აღნიშნული ვირუსი ჩანასახსა და ნაყოფზე მოქმედებს ტერატოგენურად, კანცეროგენურად და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9