L T

წა წე წი წლ წმ წუ წყ
წყა წყლ წყუ

წყალმცენარეები

L. Algae
უმდაბლესი, ავტოტროფული წყლის მცენარეების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და სხვა პიგმენტებს და ფოტოსინთეზის პროცესში გამოიმუშავებს ორგანულ ნივთიერებებს. განასხვავებენ ლურჯ-მწვანე, მწვანე, წაბლა, წითელ წყალმცენარეებს, დიატომეებს და სხვა. მრავალი წყალმცენარე ჩამდინარე წყლების გასუფთავების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წყალმცენარეებიდან იღებენ სხვადასხვა მიკროორგანიზმების განვითარებისათვის გამოსადეგ საკვებ ნიადაგს – აგარაგარს (იხ.), აგრეთვე საკვებ ფქვილს, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებს, იოდს და სხვ. წყალმცენარეებს სწავლობს მეცნიერება – ალგოლოგია. წყალმცენარეებისაგან განსხვავებით, წყლის მცენარეები მიეკუთვნებიან უმაღლეს მცენარეებს და იზრდებიან წყალში და წყალსატევების ნაპირებზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9