ერთწლიანი სარეველა მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, A ვიტამინს, გლიკოალკალოიდ სოლანინს, რომელსაც შხამიანი თვისებები ახასიათებს, ლიმონის მჟავას და კაროტინს. ნახარშს იყენებენ ქრონიკული სურდოს, მძიმე თავის ტკივილისა და ყურის ტკივილის, შარდის ბუშტის სპაზმის, კუჭის ტკივილის, პოდაგრის, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, სპაზმური ხველების შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]