- <
L T

ძა ძვ ძი ძუ
ძაღ ძახ

ძახველი

L. Viburnum opulus
დატოტვილი ბუჩქია. შეიცავს ორგანულ მჟავებს, K ვიტამინს, მთრიმლავ, მწარე და ფისოვან ნივთიერებებს, შაქრებს, ასკორბინის მჟავას, ცხიმოვან ზეთს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ჰემოსტაზური თვისებები. გამოიყენება ისტერიის, მტკივნეული მენსტრუაციების დროს. მცენარის ნაყოფი აძლიერებს გულის შეკუმშვებს და დიურეზს. იყენებენ აგრეთვე როგორც ოფლმდენ, საფაღარათო, სასაქმებელ საშუალებას და ა.შ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9