ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის მოსვენების პერიოდული მდგომარეობა. ახასიათებს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის აქტივობის დაქვეითება და გარემოსთან კონტაქტის გაწყვეტა. ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ ძილს (რომელიც ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე საშუალებათა მიღების შედეგად), ჰიპნოზურ ძილს, საღათას ძილს და სხვა. დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ნელ და სწრაფ ფაზებს. თავის ტვინის სისხლით მომარაგება და ჟანგბადის შთანთქმა ძილის დროს, სიფხიზლის მდგომარეობასთან შედარებით, ნაკლები არ არის.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]