L T

ძა ძვ ძი ძუ
ძილ ძირ ძიძ

ძირტკბილა

L. Glycyrrhyza glabra
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ტრიტერპენის საპონინს, ფლავონოიდებს, სახამებელს, საქაროზას, გლუკოზას, ლორწოს, ასკორბინის მჟავას და სხვ. გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, ანტიჰისტამინური თვისებები, ხელს უწყობს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შეხორცებას. გამოიყენება სასუნთქი გზების პათოლოგიების, ქრონიკული ყაბზობების შემთხვევაში, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი და შარდმდენი საშუალება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9