L. systema nervosum centrale ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელიც შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. აფერენტული (მგძნობიარე) ნერვული ბოჭკოები გადასცემენ აგზნებას პერიფერიული რეცეპტორებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხოლო ეფერენტული (სამოძრაო) – ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის შემსრულებელ ორგანოებს. აფერენტული და ეფერენტული ნერვული ბოჭკოები ქმნიან რეფლექსურ რკალს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]