მაღალმოლეკულური ორგანული ნივთიერებებია, რომელთა შემადგენლობაში შედის გარკვეული თანმიმდევრობით შეკავშირებული ამინომჟავები. განასხვავებენ მარტივ (პროტეინები) და რთულ (პროტეიდები) ცილებს. აღნიშნული მაკრომოლეკულები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმის სტრუქტურასა და ცხოველმოქმედებაში. ცილები ასრულებენ სამშენებლო, კატალიზურ, სატრანსპორტო, სასიგნალო, დამცველობით, კვებით, მამოძრავებელ, ენერგეტიკულ და ჰორმონულ ფუნქციებს. არჩევენ ცილის მოლეკულის ორგანიზაციის პირველად, მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურებს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]