L. Levisticum offi cinalis მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს სახამებელს, შაქრებს, ვაშლის მჟავას, კუმარინს, ფისებს, ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. ფესვი გამოიყენება როგორც შარდმდენი, მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი საშუალება. იყენებენ თირკმლების დაავადებების (გარდა ანთებითი პროცესებისა), კუჭის პათოლოგიების, ბრონქიტის, ნერვული დაავადებების, ისტერიის დროს, აგრეთვე როგორც ჭიების საწინააღმდეგო და ოფლმდენ საშუალებას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]