L T

ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცოფ ცოც

ცოფი

rabies
იგივე ჰიდროფობია. მწვავე ვირუსული დაავადებაა. მიეკუთვნება არატრანსმისიულ ანთროპოზოონოზებს. ადამიანს ვირუსი გადაეცემა დაავადებული ცხოველების კბენისას ნერწყვის საშუალებით. ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზნებით, სასუნთქი და საყლაპავი მუსკულატურის კრუნჩხვებით და დამბლით. დაავადება უფრო ხშირად გადააქვთ ძაღლებს. ლ.პასტერმა შეიმუშავა ამ დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკური აცრები (ვაქცინა და შრატი), რასაც მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა თეორიულად შესაძლებელია ნერწყვის საშუალებით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9