L T

ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხე ცხვ ცხი ცხო

ცხიმოვანი სხეული

მწერებსა და მრავალფეხების სხეულში არსებული შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი. მისი ფუნქციაა საკვები ნივთიერებების დაგროვება და გამოყოფა. ცხოველები (Animalia. Fauna) – ცხოველების სამეფო წარმოადგენს ორგანული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ერთეულს. წარმოიშვნენ დაახლოებით 11,5 მილიარდი წლის წინათ. ხასიათდებიან კვების ჰეტეროტროფული ტიპით, სივრცეში აქტიური გადაადგილებით და სხვ. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევისათვის ცხოველების ყველა ჯგუფი შეადგენს გარკვეული ინტერესის სფეროს. ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში ყურადღებას იპყრობს გნოტობიონტური ცხოველები, რომლებიც თავისუფალნი არიან მიკროფლორისაგან და სხვადასხვა ექსპერიმენტში დაპროგრამებული გამომწვევების მტარებელნი არიან. მემკვიდრული ეტიოლოგიის დაავადებების, კიბოს და სხვ. პათოლოგიების შემთხვევებში გამოიყენება ინბრედული ცხოველები, რომლებსაც იღებენ ახლო ნათესაური შეჯვარებების საშუალებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ შხამიანი ცხოველები.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9