L T

ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხე ცხვ ცხი ცხო

ცხოველების აგრესიული მოქმედება

ცხოველის აქცია თავისივე ან სხვა სახეობის ინდივიდის მიმართ, რასაც თან ახლავს უკანასკნელის დაშინება, დათრგუნვა ან ტრავმის მიყენება, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგითაც კი. შიდასახეობრივი აგრესია ხელს უწყობს ეთოლოგიური იერარქიის ფორმირებას და ხშირად ონტოგენეზის ადრეულ ფაზებში ვლინდება. მტაცებელი ფრინველის მოზრდილი მართვეების აგრესია უფრო სუსტების მიმართ ხშირად უკანასკნელთა დაღუპვით მთავრდება (კაინიზმი). აგრესიის ნიადაგზე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ზრდასრული ინდივიდების მიერ პატარების მოკვლას (ინფანტიციდი) და ა.შ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9