L T

ჩა ჩე ჩი ჩო ჩუ ჩხ
ჩაი ჩან ჩარ

ჩანთიანი ძუძუმწოვრები

Marsupialia
უმეტესად გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, თუმცა გვხვდებიან ტასმანიაზე, ახალ გვინეასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ქვეკლასია. ცნობილია ჩანთოსნების 230 სახეობა. ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია გიგანტური კენგურუ. შობს ერთ შვილს. ახალდაბადებული კენგურუ ძლიერ განუვითარებელია: კაკლისოდენაა, შიშველია და თვალაუხელელი. დაბადებისთანავე დედის ჩანთაში შეცოცდება და მიემაგრება ძუძუს. ჩანთაში პატარა კენგურუ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ვითარდება და იზრდება. ჩანთა წარმოადგენს კანის ნაკეცს. იგი მდედრი კენგურუს მუცელზე წარმოქმნილია სარძევე ჯირკვლების ადგილზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9