L T

შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ შხ
შებ შეგ შეკ შელ შემ შენ შერ შეშ შეწ შეჭ შეხ

შებრუნებითი ტიფი

typhus recurrentis
მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ყველაზე უფრო დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს ცხელების პერიოდული შეტევები. გამომწვევია Borrelia recurrentis, იგივე ობერმეიერის სპიროქეტა. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. ინფექციის გადაცემა ხდება იმ ტილების მეშვეობით, რომლებმაც შეიწოვეს ავადმყოფი ადამიანის სისხლში მყოფი სპიროქეტები. შებრუნებითი ტიფის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში. სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარებამ და ქიმიოთერაპიამ მკვეთრად შეამცირა ამ დაავადების სიხშირე. შებრუნებითი ტიფის გამომწვევი სპიროქეტა (ბორელია) 1868 წელს აღმოაჩინა ო.ობერმეიერმა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9