inhibere, supprimere
ნერვული პროცესი, რომელიც ვლინდება აგზნების დაბლოკვით გაღიზიანების საპასუხოდ ანდა თავის ტვინის ქერქში უკვე წარმოქმნილი აგზნების დაქვეითებით. შეკავება აგზნებასთან ერთად უზრუნველყოფს ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას. შეკავება იცავს ქსოვილებსა და ორგანოებს (მაგ., ცენტრალურ ნერვულ სისტემას) ჭარბი აგზნებისაგან და ამით «ასვენებს» მათ. განასხვავებენ პერიფერიული და ცენტრალური ტიპის შეკავებებს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]