მრავალწლიანი სპორიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის, ვაშლის და სხვ. მჟავებს, მწარე, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს, ცილებს, კაროტინს, საპონინ ექვიზეტონინს, ცხიმოვან ზეთს, კალციუმის მარილებს. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს. ბალახს აქვს მადეზინფიცირებელი, ჭრილობის შემხორცებელი და სხვა თვისებები. გამოიყენება ფილტვებისა და თირკმლების პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]