L T

ყა ყვ ყი ყლ ყნ
ყვა ყვი

ყვავილი

ფარულთესლოვნებისათვის დამახასიათებელი რეპროდუქციული ორგანოა (ფლ ოს). მისგან ვითარდება ნაყოფი, რომელშიც მწიფდება თესლი. ყვავილის შუაგულში ბუტკოა, რომლის გარშემოც განლაგებულია მტვრიანები. ბუტკოსა და მტვრიანებს გარედან ფარავს ყვავილსაფარი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება გვირგვინის ფურცლებისა და ჯამის ფოთლებისაგან. მტვრიანებში წარმოიქმნება ყვავილის მტვერი. ბუტკო შედგება დინგის, სვეტისა და ნასკვისაგან. ნასკვი ბუტკოს ქვედა ფართო ნაწილია. მასში მდებარეობს თესლკვირტი. ყვავილობის შემდეგ ნასკვისაგან წარმოიქმნება ნაყოფი, თესლკვირტისაგან კი თესლი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9