L T

ყა ყვ ყი ყლ ყნ
ყვა ყვი

ყვითელი სხეული

L. Corpus luteum
ძუძუმწოვრებსა და ადამიანში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულის მარცვლოვანი შრისაგან. განასხვავებენ ორსულობის და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულს. ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე შესაძლებელს ხდის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის ბოლო თვეებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9