- <
L T

ღე ღვ ღო ღრ
ღერ

ღერო

1.მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს რადიალური შინაგანი აგებულება, კენწრული ზრდა სიგრძეში, ფოთლების გარკვეული წესით განლაგება და ფოთლის უბეში კვირტების წარმოქმნა. ღერო წარმოადგენს ფესვისა და ფოთლების დამაკავშირებელ ორგანოს. იგი ჭურჭლების საშუალებით ატარებს ფესვიდან ფოთლებისაკენ წყალს და არაორგანულ ნივთიერებებს, ხოლო საცრისებრი მილების მეშვეობით – ორგანულ ნივთიერებებს ფესვისაკენ. 2.თავის ტვინის ღერო, რომელიც წარმოადგენს ამ ორგანოს ევოლუციურად ყველაზე ძველ ნაწილს. შედგება შუა, უკანა (ნათხემის გამოკლებით) და მოგრძო ტვინისაგან.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9