- <
L T

ღე ღვ ღო ღრ
ღვი

ღვიძლი

hepar
ხერხემლიანების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალია. ადამიანში ღვიძლის პარენქიმის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია წილები, რომლებიც შედგებიან ნაღვლის გამომყოფი ჰეპატოციტებისაგან. ღვიძლში კარის ვენით შედის სისხლი, რომელიც მდი დარია გლიკოგენის, ცილების, ლი პიდების და სხვ. ნივთიერებების სინთეზისათვის აუცილებელი შენაერთებით. სისხლი ღვიძლიდან გადის ღვიძლის ვენის საშუალებით. ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, რეტინოლის, ციანოკაბალამინის, მინერალური ნივთიერებების ცვლაში, ჰორმონების ინაქტივაციაში. მისი ბარიერული ფუნქცია მდგომარებს ცვლის პროდუქტების დეზინტოქსიკაციაში, მიკრობების განვითარების შეჩერებაში და სხვ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, ელენთასთან ერთად ასრულებს სისხლის დეპოს როლს და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9