- <
L T

ღე ღვ ღო ღრ
ღრუ

ღრუბელები

Spongia. Porifera
უხერხემლო ცხოველთა ტიპია. დაბალი ორგანიზაციისა და პრიმიტიული აგებულების მრავალუჯრედიანებია. არსებობენ როგორც კოლონიური, ასევე ცალკეული ინდივიდები, რომლებიც ერთი ბოლოთი სუბსტრატზე არიან მიმაგრებული, ხოლო საწინააღმდეგო მხარეზე აქვთ ხვრელიოსკულუმი. არ გააჩნიათ არც ნერვული და არც კუნთოვანი უჯრედები. მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ასევე სქესობრივად. გააჩნიათ რეგენერაციის უნარი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9