L T

ქა ქე ქვ ქი ქლ ქო ქრ ქს ქუ
ქვა ქვე ქვი

ქვეწარმავლები ანუ რეპტილიები

Reptilia
ხერხემლიანი ცხოველების ერთ-ერთი კლასია. იგი მოიცავს 600 სახეობაზე მეტს. დედამიწაზე გაჩნდნენ ქვანახშირის პერიოდში. გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ მეზოზოურ ერაში. ითვლება, რომ ისინი ფრინველების და ძუძუმწოვრების წინამორბედები არიან. განაყოფიერება შინაგანი აქვთ. ზოგიერთი კვერცხისმდებელია, ზოგი კი ცოცხალმშობიარე. გული სამგანყოფილებიანი აქვთ. პარკუჭი, ნიანგების გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადატიხრული. ამრიგად, ნიანგებს ოთხგანყოფილებიანი გული აქვთ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9