ცხოველების და ადამიანის ქსოვილებისა და ორგანოების უჯრედშორის სივრცეებში არსებული სითხე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის შინაგან გარემოს. ქსოვილური სითხე თავისი შემადგენლობით ახლოსაა სისხლის პლაზმასთან. მასში სისხლიდან გადადის საკვები ნივთიერებები ქსოვილებისათვის, ხოლო მისგან იდევნება მეტაბოლიტები. ჩაედინება რა ორგანოებიდან ლიმფურ სადინრებში, ქსოვილური სითხე გარდაიქმნება ლიმფად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]