bursa Fabricii
ფრინველების კლოაკის უკანა განყოფილების დორსალური, ჩანთისებური გამონაზარდი. შეიცავს B–ლიმფოციტების წარმომქმნელ მრავალრიცხოვან ლიმფოიდურ ფოლიკულებს. აღნიშნული ორგანო კარგადაა განვითარებული ახალგაზრდა ფრინველებში. ზრდასრულებში, ნანდუს გარდა, იგი განიცდის რედუქციას ანუ ინვოლუციას. ფაბრიციუსის ჩანთა წარმოადგენს იმუნური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს და მას ზოგჯერ „კლოაკურ თიმუსს“ უწოდებენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]