L. fermentum საფუარიGk. phatos ავადმყოფობა, ტანჯვა ერითროციტების რომელიმე ფერმენტის დეფიციტით გამოწვეული დაავადება. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. თერაპიული საშუალებებიდან გამოიყენება ერითროციტური მასის ტრანსფუზიები. კარგ შედეგს იძლევა სპლენექტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. პერსპექტივაშია გენეტიკური (კერძოდ, გენური) ინჟინერიის გამოყენება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]