Arthropoda
უხერხემლო ცხოველების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ტიპი. არიან სასარგებლო (ფუტკარი, თუთის აბრეშუმხვევია), თავისუფლად მცხოვრები და პარაზიტი ფეხსახსრიანები. ადამიანს ვნებას აყენებენ დაავადების გადამტანები და შხამიანი ფეხსახსრიანები. მწერებისა და ტკიპების მრავალ სახეობას გადააქვთ ინვაზიური, ინფექციური დაავადებები. ფეხსახსრიანების მეშვეობით გადაცემულ დაავადებას ტრანსმისიული ეწოდება ფეხსახსრიანები, კერძოდ, მწერები, დიდ როლს თამაშობენ მცენარეების დამტვერვაში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]