L T

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიბ ფიზ ფით ფილ ფიმ ფინ ფის ფიტ ფიქ ფიჭ

ფიზიოლოგიური რითმები

Gk. physis ბუნება, logos მოძღვრება, rhythmikos თანაბარი
უჯრედში, ორგანოსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ინტენსიურობისა და ხასიათის პერიოდულად განმეორებადი ცვლილებები. ფიზიოლოგიური რითმები ბიოლოგიური რითმების ძირითად საფუძველს წარმოადგენენ. ამ მოვლენის მაგალითებია: ნეირონების რითმული აქტიურობა, კუჭის შეკუმშვა და ნაწლავების პერისტალტიკა, სუნთქვითი მოძრაობებისა და გულის კუნთის შეკუმშვების, აგრეთვე უჯრედების გაყოფის რითმები, ესტრალური და მენსტრუალური ციკლები და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9