L T

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფია ფიბ ფიზ ფით ფილ ფიმ ფინ ფის ფიტ ფიქ ფიჭ

ფითრი

Viscum album
პარაზიტული ნახევარბუჩქია. შეიცავს ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ვისკოტოქსინს, ვისკოლს და სხვ.), მჟავებს, სპირტს და სხვ. გააჩნია ანტიჰიპერტონული, ანტიათეროსკლეროზული და ანტიკანცეროგენური თვისებები. იყენებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, გულის მუშაობის გასაძლიერებლად და სისხლძარღვთა გაფართოების მიზნით. დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ ყველაზე უფრო ეფექტურია მუხაზე მოზარდი ფითრი. ძლიერ შხამიანია, ამიტომ ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9