Gk. phyton მცენარე, kainos ახალი, საერთო მცენარეების მეტად თუ ნაკლებად მდგრადი ბუნებრივი დაჯგუფება (თანასაზოგადოება) შედარებით ერთგვაროვან არეალში – ბიოტოპში. ფიტოცენოზი გამოცალკევებულია სხვა ამდაგვარი დაჯგუფებებისაგან თავისი დამოუკიდებელი ნივთიერებათა მიმოცვლით და ქმნის საკუთარ შინაგან გარემოს (ფიტოკლიმატს და სხვ.). ფიტოცენოზი ხასიათდება ბიოცენოზისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული ქვეჯგუფებით: შრეებით, იარუსებით და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]