ხერხემლიანების ორგანოების ღრუ წარმონაქმნები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. ძუძუმწოვრების საკვერცხეების ფოლიკულებში (აღმოაჩინა ჰოლანდიელმა რ.დე გრააფმა. იხ. გრააფის ბუშტუკი) ვითარდებიან კვერცხუჯრედები, ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებში გამომუშავდება თირეოიდული ჰორმონების წინამდებარე ნივთიერებები და ა.შ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]