L T

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ ფრჩ

ფრინველების გრიპი

წყლის ფრინველები წარმოადგენენ რნმ-ს ახალი გენების წყაროს და აქედან წარმოიქმნება ადამიანის გრიპის ვირუსის ახალი შტამები. იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის და ადამიანის A გრიპის ვირუსები ერთდროულად დააინფიცირებენ რესპირატორული ტრაქტის ერთი და იგივე სამიზნე უჯრედს, ადგილი შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ რეკომბინაციას, ანუ რეკომბინირებული ვირუსის წარმოქმნას. ამ ვირუსის შუალედური მასპინძელია ღორი, რომლის უჯრედები შეიცავს როგორც ადამიანის, ასევე ფრინველების გრიპის ვირუსის რეცეპტორებს. 1997 წელს გრიპის ვირუსის ახალმა შტამმა (H5N1), რომელიც ადრე გავრცელებული იყო ქათმებში, გადალახა სახეობრივი ბარიერი და გამოიწვია ადამიანის დაავადება. 2007 წლისათვის აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ იქნა H5N1-ის 112 სეროლოგიურად დამტკიცებული შემთხვევა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9