L T

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფუგ ფუზ ფულ ფუმ ფუნ ფურ ფუტ

ფუტკარი

Apis mellifera
ფეხსახსრიანების ტიპის, მწერების კლასის, სიფრიფანაფრთიანების რიგის წარმომადგენელია. გარდა თაფლის დამზადებისა, ფუტკარი გამოყოფს ცვილს, ფუტკრის შხამს, აგროვებს ყვავილის მტვერს, დინდგელს და სხვა. ისევე როგორც ზემოაღნიშნული პროდუქტები, ფუტკრის შხამიც (აპიტოქსინი) გამოიყენება მედიცინაში. ქართული ფუტკარი საერთაშორისო გამოფენებზე 3-ჯერ იქნა დაჯილდოებული ოქროს დიდი მედლით. სხვა ჯიშის ფუტკრებისაგან იგი გამო ირჩევა გრძელი ხორთუმით, განსაკუთრებული თვინიერებით, მაღალპროდუქტიულობით და ა.შ. ფუტკრის საშუალებით ხდება ენტომოფილური კულტურების 80%-ის დამტვერვა, რის შედეგადაც იზრდება მოსავალი და უმჯობესდება ნაყოფისა და თესლის ხარისხი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9